კახა ბენდუქიძის უკანასკნელი სურვილი, რომელიც ფეისბუქზე გაავრცელა
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამაარსებელი კახა ბენდუქიძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებას ლილე ჩხეტიანის დახმარებისკენ მოუწოდებდა. პოსტი, ბენდუქიძემ ფეისბუქზე 8 ნოემბერს დადო. “ჩვენს კოლეგას ლილე ჩხეტიანს სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა. ჩვენმა შესანიშნავმა თანამშრომლებმა და სტუდენტებმა დაიწყეს თანხის შეგროვება, და ნაწილი შეაგროვეს. არ შეჩერდეთ! მე თქვენ ყველანი მიყვარხართ!!! მეც ჩავერთობი ამ საქმეში, მზად ვარ შემომავალი ფული გავაორმაგო. ლილე, ჯანმრთელობა და გამარჯვება!!!”, – წერდა სოციალურ ქსელში კახა ბენდუქიძე.