გიორგი ბარამიძე: კახა იყო დიდი მოაზროვნე, პატრიოტი და საქმის ადამიანი

კახას გარდაცვალება ჩვენი საზოგადოებისათვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ყველა მისი გულშემატკივრის მწუხარებას, – ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გარდაცვალების ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“კახა იყო დიდი მოაზროვნე, პატრიოტი და საქმის ადამიანი.
უდიდესია კახას წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებსა და პროგრესში. საქართველოს მსოფლიოს პირველ რეფორმატორად გარდაქმნაში, მისი უზარმაზარი დამსახურებაა. მის მიერ შექმნილი უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრეა.
კახას აფასებდნენ და პატივს სცემდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ, როგორც თანამედროვეობის ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ და დიდ რეფორმატორს.
მას ბევრი იდეა და პროექტი დარჩა განუხორციელებელი, მათ შორის ბათუმში, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. იგი ძალიან განიცდიდა, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და სამართლებრივ დევნას.
მეამაყება, რომ ჩვენ კოლეგები და თანამებრძოლები ვიყავით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მის მიერ დაწყებული საქმეები გაგრძელდეს ისე როგორც ის გეგმავდა”, – აღნიშნა  ბარამიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები