საგანელიძე პეტრიაშვილზე: მესმის რთულია მინისტრის კაბინეტის დატოვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე ალექსი პეტრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რთულია მინისტრის სავარძელისა და კაბინეტის დატოვება ამიტომ მას პეტრიაშვილის ესმის.
„ალექსი პეტრიაშვილი გუშინწინ გახდა ოპოზიციონერი და მიაჩნია, რომ თავისი იდეები უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. დღეს გახდა თურმე ნაციონალური ოცნება, რაც ალექსი პეტრიაშილი აღარ არის მინისტრი, მე მესმის რთულია მინისტრის კაბინეტის დატოვება, მესმის რომ ძალიან გაუჭირდა დღეს, რომ მინისტრის რანგში აღარაა და ევროპაში ისე არ მიიღებენ როგორც მინისტრს, ამიტომ მის ემოციებს გარკვეულწილად შემიძლია გავუგო. ალბათ, მერე დამშვიდდება, დაწყნარდება და ასეთი ფანტაზიები აღარ ექნება“, – განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, პრემიერის გუნდი საგანელიძის მეთაურობით “თავისუფალ დემოკრატებს” ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები