გია ვოლსკი: “ნაციონალებმა” მოიგონეს, რომ კოკოითს უთქვამს, თრუსოს ხეობაზე აპირებენ შეტევის მიტანას…
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ ყოფილი ხელისუფლება ქვეყნის წინააღმდეგ კონსპირაციულ ქმედებებში დაადანაშაულა.
პლენალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის დეპუტატმა ყოფილი მმართველი გუნდის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკიდან რამდენიმე მაგალითი დაასახელა. ვოლსკი ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში აღმოჩენის შემდეგაც განაგრძობს კონსპირაციულ ქმედებებს.
დეპუტატისთვის გაუგებარი და საეჭვოა რატომ დაემთხვა ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის კოკითის თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია დროში ერთმანეთს. “მოიგონეს რომ კოკოითს უთქვამს, თრუსოს ხეობაზე აპირებენ შეტევის მიტანას – ეს თემა ძალიან საეჭვოდ გადმოგდებული მაშველი როგლია “ნაციონალური მოძრაობისათვის“, რატომ აცხადებს მაინცდამაინც ახლა 15 ნომებრის წინ?! რომ ხალხი კიდევ ააღელვოს და ააფორიაქონ. კოკოითის გამონათქვამებზე დიდი მოძრაობების დაწყება გადაწყვიტეს, ვინ აკეთებს პოპულარიზაციას კოკოითის გამონათქვამის დაფიქრდით!“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.