სააკაშვილი: რატომ ვაპირისპირებთ ერთმანეთს სულიერ და ეროვნულ მოღვაწეებს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიზეილ სააკაშვილი ქაქუჩა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას გამოეხმაურა. სააკაშვილის შეფასებით, ეს ეროვნული გმირისა და სულიერი მამის დაპირისპირებაა, რაც მისთვის გაუგებარია.
„ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას გადაარქვეს სახელი. ბერი გაბრიელი ძალიან საპატივცემული სულიერი ლიდერი იყო საქართველოსთვის. რატომ ვაპირისპირებთ ერთმანეთს სულიერ და ეროვნულ მოღვაწეებს? რა დროს ეგ არის, რა დროს ერის გათიშვაა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები