უმჯობესი იქნებოდა, თუ ადვოკატი ნეიტრალური ფიგურა იქნებოდა – კაიკაციშვილი “დემოკრატების” წევრ ადვოკატებზე

ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღაჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების – ლობჟანიძისა და ალავიძის ადვოკატი ლევან სამუშია პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებულია, “კვირასთან“ “ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი აფასებს.
კაიკაციშვილი აცხადებს, რომ სამუშიას ამით არც კანონი და არც ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია, თუმცა “ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ თავდაცვის მაღალჩინოსნების უფლებებს სხვა ადვოკატი დაიცავდა.
კაიკაციშვილი არ გამორიცხავს, რომ ლევან სამუშიას მიერ მაღალჩინოსნების დაცვის პროცესში გაკეთებულმა გარკვეული სახის განცხადებებმა, ნებით თუ უნებლიედ, პოლიტიკური ელფერი შეიძინონ. “ლევან სამუშიას არც კანონმდებლობა და არც ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია. თუმცა, უმჯობესი იქნებოდა ასეთი შემთხვევა არ მოხდარიყო და მაღალჩინოსნების ადვოკატი არ ყოფილიყო იმ პარტიის წევრი, რომელიც პარტიის ლიდერიც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტორმა საზოგადოების ნაწილში შეიძლება კითხვები გააჩინოს. მაგალითად, არ არის გამორიცხული ადვოკატის მხრიდან ბრალდებულების დაცვის პროცესში გაკეთებული განცხადებები გასცდეს პროფესიულ შინაარსს და პოლიტიკური ელფერი შეიძინოს. ამ ვითარებაში საუბარია იმაზე, თუ რა იქნებოდა უმჯობესი და უმჯობესი იქნებოდა, თუ ადვოკატი ნეიტრალური ფიგურა იქნებოდა. დავაკვირდეთ გამოძიების პროცესს მხარეთა არგუმენტებს და შედეგს, ამის შემდეგ უფრო ობიექტურად შეიძლება შეფასდეს ის გარემოებები, რაც ამ საქმეს ახლავს“, -განუცხადა “კვირას“ არჩილ კაიკაციშვილმა. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღაჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების – ლობჟანიძისა და ალავიძის ადვოკატი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებულია, – “კვირას“ ადვოკატმა ლევან სამუშიამ დაუდასტურა. როგორც „კვირასთან“ საუბრისას ლევან სამუშიამ განმარტა, იგი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დაარსების დღიდან ერთ-ერთი დამფუძნებელია და დღემდე პარტიის წევრია. მისივე თქმით, იგი თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ორი ბრალდებულის ინტერესებს იცავს. როგორც „კვირასთან“ საუბრისას ლევან სამუშიამ აღნიშნა, მას კანონი არ უკრძალავს, რომ ერთდროულად ირაკლი ალასანიას პარტიის დამფუძნებელიც იყოს და, ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესების დამცველიც. იგი, როგორც იურისტი, ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან ვერ აკავშირებს და ინტერესთა კონფლიქტზე არ საუბრობს. „არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. მე კანონი არ მიკრძალავს, რომ ვიყო ადვოკატი და, ამავდროულად, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელიც. ამ შემთხვევაში ვიცავ კონკრეტული საქმის კონკრეტულ ბრალდებულებს “, – აღნიშნა ლევან სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები