გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სატყეო პოლიტიკაზე მომუშავე საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში მეოთხე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი დაესწრო.
საერთაშორისო ექსპერტებმა, სატყეო პოლიტიკის სამსახურთან ერთად საქართველოს ახალი სატყეო კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, კოდექსზე ერთი თვეა აქტიურად მუშაობს, მიმდინარეობს მუდმივი კონსულტაციები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.