„გადადგეს უგულავას მთავრობა და დავამტკიცებთ ბიუჯეტს“

საკრებულოს უმრავლესობა ბიუჯეტის პროექტს იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ თბილისის მთავრობა გადადგება,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ განაცხადა.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს უმცირესობის წევრების დღევანდელ შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა ასევე დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ქავთარაძის თქმით, უმცირესობის ახალი ინიციატივა მათთვის სიუპრიზია, თუმცა უმცირესობის შეთავაზებულ ყველა ვარიანტს კოლეგებთან ერთად განიხილავს. ქავთარაძემ დასძინა, რომ ბიუჯეტის პროექტის შედგენას თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობასთან ერთად გეგმავდა, ახლა კი ბიუჯეტის შედგენა ისევ საკრებულოს დაუბრუნდა.
“ბიუჯეტს პროექტს უნდობლობა მესამედ გამოვუცხადეთ. ამიტომ ჩვენ შევადგინოთ ბიუჯეტი და სევდია უგრეხელიძემ და მისმა გამგებლებმა ხარჯონ იგი, მე როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნამდვილად არ მივიღებ ამაში მონაწილეობას. არანაირად არ მივცემთ საშუალებას, ბიუჯეტი ხარჯონ. კარგად ვიცი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბიუჯეტი მივიღოთ. ქალაქს ნამდვილად უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი, მაგრამ გიგი უგულავას მიერ დანიშნულ მთავრობას უნდობლობას ვუცხადებთ, გადადგნენ თანამდებობებიდან და შემდეგ დავამტკიცებთ ბიუჯეტს. დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა საკრებულოსთან შეთანხმებით, რომელსაც საზოგადოება ენდობა”, – განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის 1/12 60 მილიონია და თბილისისთვის ყოველთვიურად ეს თანხა პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები