ამერიკელმა მშობლებმა 3 წლის ბავშვი წამებით მოკლეს

  საზარელი შემთხვევა მოხდა ამერიკაში. წყვილი საკუთარ შვილს სამი დღის განმავლობაში აწამებდა, რის შემდეგაც ბავშვი გარდაიცვალა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯილიან თეიტი და მისი ბოიფრენდი ჰარი ფელენბაუმი ბორბლებიან სახლში ცხოვრობდნენ. ჰარის ყოფილ მეუღლესთან ერთად, ისინი სამი წლის ბავშვის გარდა 6 წლის ბიჭსაც ზრდიდნენ.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ექიმებისგან გაიგო, რომლებიც მშობლებმა გამოიძახეს, როცა ბავშვი ვეღარ სუნთქავდა.
როგორც ცნობილი გახდა, წყვილმა სასტიკად აწამა ბავშვი: მათ პატარას მრავლობითი დარტყმა მიაყენეს მუცლის და თავის არეში, მიაბეს სკამზე და სცემდნენ. შემდეგ ფეხებით ჩამოკიდეს, ბოლოს კი თავით კედელს მიანარცხეს.
ამის შემდეგ კი თავად სექსით დაკავდნენ. მათ ბრალი განზრახ მკვლელობაში ედებათ. სამართალდამცველებმა წყვილი და მათთან მცხოვრები ქალბატონი დააკავეს.

10799819_770725816319251_1203220466_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები