კოალიციურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ავტოკოლონაზე იერიში განახორციელეს
საერთაშორისო კოალიციის ძალებმა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავტოკოლონაზე ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს იერიში განახორციელეს.
ამერიკის შეიარღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად, 10 ავტომობილის ლიკვიდაცია მოხდა, რომლებითაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები გადაადგილდებოდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ავტომობილში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაკრ ალ ბაღდადი. თუმცა, მანამდე არაბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ ბაღდადი დაჭრილია.