სამთავრობო ცვლილებებს ჰოპსკინსის უნივერსიტეტის ქართველი და ამერიკელი პროფესორები აფასებენ
საქართველოს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს ჯონ ჰოპსკინსის უნივერსიტეტის ქართველი და ამერიკელი პროფესორები აფასებენ.
ისინი ფიქრობენ, რომ მინისტრთა კაბინეტში მომხდარი ცვლილებების შემდეგ მნიშნელოვანია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
„ადამიანებმა, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ და მის პროდასავლურ კურსს წარმართავდნენ მთავრობა დატოვეს. შესაბამისად, დასავლური კურსი მნიშვნელოვანად შესუსტდა. ჩვენ არ ვიცით ვინ დაიკავებს თანამდებობებს მთავრობაში. მთავრობის განცხადებაა, რომ ქვეყანა დასავლურ კურსს შეინარჩუნებს. ვნახოთ როგორი იქნება პრაქტიკა “, – განაცხადა სვანტე კორნელიმ.
ანალოგიური მოსაზრება აქვს ქართველ პროფესორსაც. მამუკა წერეთლის თქმით, საჭიროა ადეკვატური შემცვლელის მოძებნა.
„ადამიანები, რომლებიც წავიდნენ, აქტურად იყვნენ ჩართულები, მათ ხალხი და პარტნიორები კარგად იცნობენ. ახლა საჭიროა სწორი, ადეკვატური შემცვლელის მოძებნა და ამ გზის გაგრძელება“, – განაცხადა წერეთელმა.
საქართველოს ყოფილი ელში ნატოში გეგა მგალობლიშვილი სამი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების უარყოფით შედეგებზე მიუთითებს.
„ალასანიას გუნდს როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში, ან სხვაგან, ქვეყნის გარეთ უყურებდნენ და აფასებდნენ, როგორც პროდასავლურ სეგმენტს ამ კოალიციისა. მომხდარი მოვლენები ბუნებრივია აღქქმული იქნა, როგორც საქართველოს პროდასავლური კურსის მნიშვნელოვანი შესუსტება“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.