მექსიკაში არეულობაა – სტუდენტებმა მთავრობის სახლს ალყა შემოარტყეს (ფოტო-კოლაჟი)
მექსიკაში პროტესტის ნიშნად სტუდენტებმა არეულობა მოაწყვეს, ისინი ითხოვდნენ 43 ახალგაზრდის განთავისუფლებას, რომლებიც ამა წლის სექტემბერში გაიტაცეს.
სტუდენტების დაჯგუფებამ ადმინისტრაციულ რაიონში, მთავრობის სასახლეს ალყა შემოარტყა. ახალგაზრდები შენობას ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მათ ასევე ადმინისტრაციულ რაიონში გაჩერებულ ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიცის მისვლამდე გაქცევა მოახერხეს.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, სამართალდამცველებმა არცერთი აქციის მონაწილე არ დააკავა.