გია ვოლსკი: ივანიშვილი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს აფასებს.
დეპუტატის თქმით, ივანიშვილი ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და ეს, ალბათ ასეც უნდა იყოს.
„ბიძინა ივანიშვილი დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ალბათ უნდა გრძნობდეს. პატარა ქვეყანაში ბევრი ადამიანი არ არის ისეთი, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში და სისტემა, ვითარება შეცვალა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემასთნ დაკავშირებით,ინფორმაციაზე, რაც პროკურატურამ საკმაოდ დეტალურად გამოაქვეყნა რაიმე კითხვები ჰქონოდა“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები