“პოლიტიკურ სპექტრში, ელიტაში, მოხდა ისეთი დაპირისპირება, რომელმაც დაგვაკარგვინა ალასანია“

   პოლიტიკურ სპექტრში, ელიტაში, მოხდა ისეთი დაპირისპირება, რომელმაც დაგვაკარგვინა ალასანია, როგორ მინისტრი და იმედია, ამას მთავრობა ეფექტურად შეავსებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ “მაესტროს” გადაცემა “სუბიექტურ აზრში სტუმრობისას” განაცხადა.
მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ამ დანაკლისს მთავრობა ეფექტურად შეავსებს.
“კოალიციის შიდა გარჩევებში არ შევდივარ, ეფექტური მინისტრი ვუწოდე, იმიტომ რომ, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, რომელსაც ურთიერთობა ჰქონია ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მინახავს, რა ხარისხის პატივისცემით მოიხსენიება ალასანიას განხორციელებული რეფორმები ნატოს ჯგუფის, ოფიცრების, თანამდებობის პირების მიერ. რამდენად მაღალ შეფასებას აძლევდნენ ალასანიას მიერ განხორციელებულ რეფორმებს გამჭვირვალობის ნაწილში. შესაბამისად, ამის ერთ-ერთი დადასტურება იყო, როდესაც ჩვენ უელსში მივიღეთ ნატოს სამხედრო ძალებთან ყველაზე თავსებადი სამხედო ძალების მქონე ქვეყნის სტატუსი. ეს არის ფაქტები, აქედან და უწყებასთან შეხებიდან გამომდინარე, მივიღე სერიოზული მტკიცებულებები ამ მინისტრის ეფექტურობის. პოლიტიკურ სპექტრში, ელიტაში, მოხდა ისეთ დაპირისპირება, რომელმაც დაგვაკარგინა ალასანია, როგორ მინისტრი და იმედია, ამას მთავრობა ეფექტურად შეავსებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები