“ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ 2030 წლამდე “ქართული ოცნება” იყოს ხელისუფლებაში”

 

     “ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ 2030 წლამდე “ქართული ოცნება” იყოს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მას ქართული საზოგადოების განვითარებისთვის 20 წელი სჭირდება, რათა საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. “ოპოზიციაში, როდესაც ვიყავი, მახსოვს ხარაგაულში განცხადება გავაკეთე, რომ პოლიტიკიდან წავალ და დავრჩები საზოგადოებაში და 20 წელს მოვახმარ ჩვენი საზოგადოების განვითარებას. დაახლოებით 20 წელი დასჭირდება იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ევროპული სახელმწიფო. მერაბ მეტრეველმა იჩქარა და გააკეთა განცხადება, რომ დავიღუპეთ, 20 წლით მოდისო. რაც შეეხება 2030-ს, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამდენი წლით იყოს “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში. თუ ისე მოხდება, როგორც ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში და პარლამენტში ეყოლება უმრავლესობა, ამაში ტრაგედია არაფერი არ არის, მაგრამ ჩემი სურვილი ეს ნამდვილად არ იქნებოდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები