ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ დარჩენილიყო უფრო სტაბილური ვითარება იქნებოდა – მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, სტაბილური ვითარება იქნებოდა. განცხადება პრეზიდენტმა ტელეკომპანია “მაესტროს ეთერში გააკეთა. “დღეს, მე კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ ის კოალიციის ცხოვრებაში ჩაერთო, თუმცა ვერ ვხდები, რად უნდა. დღესაც სერიოზული ძალა აქვს. ბიძინა ივანიშვილი რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში, უფრო სტაბილური ვითარება იქნებოდა, რადგან ეს ძალა იქნებოდა მანიფესტირებული ძლიერი მმართველის ფორმით და რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესი უფრო ეფექტური იქნებოდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.