კრემლმა დონბასში არჩევნების მიმართ პოზიცია შეცვალა: „პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვაღიარებთ“

„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ „არჩევნებთან“ დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია გამოხატულია საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვებით: „პატივს ვცემთ“, მაგრამ ეს სიტყვები არ ნიშნავს: „ვაღიარებთ“. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, – წერს „რია ნოვოსტი“.
„რუსეთის ოფიციალური პოზიცია არჩევნების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე, მაგრამ მოცულობით განცხადებაშია გამოხატული. მასში გამოყენებულია სიტყვები: „პატივს ვცემთ“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვს დამატებითი კითხვა დაუსვეს, შეიძლება თუ არა ტერმინები: „პატივს ვცემთ“ და „ვაღიარებთ“ იდენტურად ჩავთვალოთ, უშაკოვმა განაცხადა: „ეს სხვადასხვა სიტყვებია“.
„სიტყვა „პატივს ვცემთ“ სპეციალურადაა ამორჩეული“, – აღნიშნა უშაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები