ზიუგანოვი: საქართველოში ამერიკელები სხედან და ჩვენს წინააღმდეგ „უჩიჩინებენ“

საქართველო ყოველთვის მეგობრული იყო რუსეთის მიმართ, ახლა კი იქ ამერიკელები სხედან და ჩვენს წინააღმდეგ „უჩიჩინებენ“. ეს განცხადება რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ზიუგანოვის თქმით, რუსეთში ქართველები ყოველთვის პატივსაცემი ადამიანები იყვნენ – „ბაგრატიონი 1812 წელს რუსული ჯარის მეთაური იყო.“
ზიუგანოვი უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც აფასებს.
„უკრაინის სათავეში ხროვა მოვიდა, რომელმაც, ხალხს რუსულ ენაზე საუბარი აუკრძალა. რუსები უკრაინელებისთვის ყველაზე დამცირებული და შეურაცხყოფილი ხალხი აღმოჩნდა, ამიტომ, როდესაც ისინი მარშზე გამოდიან, ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, – აღნიშნავს ზიუგანოვი.
ზიუგანოვის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფოებრიობა დღეს ოთხ ბოძზე დგას.
„ეს სახელმწიფოს სიძლიერე, სოციალური სამართლიანობა, ღრმა სულიერება და კოლექტიურობის გრძნობაა. აქედან ერთიც რომ გამოაცალო, სახელმწიფოს ბზარი გაუჩნდება და დაიშლება“, – აცხადებს ზიუგანოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები