ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია: ჩვენი კოსმონავტი მზეზე წარმატებულად დაეშვა

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის 17 წლის კოსმონავტი არა მარტო წარმატებულად დაეშვა მზეზე, არამედ უკან ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდა, – ამას ჩრდილოეთ კორეის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები ამტკიცებენ.
ეს სასაცილო განცხადება ცენტრალური არხის ეთერში გაჟღერდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამოგზაუროდ ჰუნგ ილ ჰონგი ღამით იმიტომ გაემგზავრა, რომ მაღალი ტემპერატურისგან თავი გადაერჩინა. ამ ყველაფრისთვის  17 წლის კოსმონავტს 36 საათი დასჭირდა. კორეის ტელევიზიის ინფორმაციით, სახლში მას, როგორც გმირს, ისე შეხვდნენ. ასევე ცნობილია, რომ „მზეზე ნამყოფ პირველ ადამიანს“ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ინი ელოდება.
შეგახსენებთ, რომ მზეზე ტემპერატურა 5726 გრადუსს შეადგენს. ღამით მისი გამოსხივება არ მცირდება.
“სავარაუდოდ, მოზარდი მზეზე ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ფონზე, ან რუსი ჟურნალისტების დახმარებით „დაფრინავდა“, რომლებმაც რეპორტაჟი პირდაპირ ცეცხლოვანი ზედაპირიდან გააკეთეს“, – წერს უცხოური პრესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები