„გადაპარსეთ და თავი უნიტაზში ჩააყოფინეთ“. შურისძიება პუტინის კრიტიკისთვის

მორიგი სილამაზის კონკურსი სანქტ-პეტერბურგში სკანდალით დასრულდა. ინტერნეტის მომხმარებლებმა ფინალში გასული 25 წლის ვიქტორია მალადაევა „ამოიჩემეს“. ინტერნეტმომხმარებლების უკმაყოფილება გოგონას ეროვნებამ (ის ბურიატიიდანაა) და პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვიეს, – წერს „ობოზრევატელი“.
„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ვიქტორია პეტერბურგში 9 წლის განმავლობაში ცხოვრობს, ის მომღერალ ჟარგალ მალადაევის მეუღლეა. კონკურსში მონაწილეობით ვიქტორიას იმის დამტკიცება სურდა, რომ მონაწილეობა ნებისმიერ გოგონას შეუძლია, ეროვნების, სიმაღლის და ასაკის მიუხედავად.
კონკურსის ფარგლებში ინტერნეტში „სანქტ-პეტერბურგის სახალხო მისის“ გამოვლენის ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. მალადაევას ფოტოს ქვეშ ნაციონალისტური კომენტარები გაჩნდა: „დაასრულეთ პიტერის შერცხვენა რაღაც ბურიატელი „დურებით“, „გადაპარსეთ და თავი უნიტაზში ჩააყოფინეთ“.
გავრცელებული ინფორმაციით, მალადაევამ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი არ არის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა უკრაინის მიმართ საჯაროდ გააკრიტიკა. ასე, ინტერნეტის მომხმარებლების აზრით, არატიტულოვანი ეროვნების წარმომადგენელი ტიტულოვანი ეროვნების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოდის, რომლის გადასარჩენად რუსეთი ყირიმში და დონბასში იბრძვის.
ვიქტორია, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს და საკუთარი მოსაზრებების ქონის უფლება აქვს. მას, მაგალითად, ის არ მოსწონს, რომ რუსეთის მოქალაქეების ამ წლის მთელი საპენსიო დანაზოგი დაუბრუნებლად ყირიმში წავიდა. „გამორთეთ ზომბოყუთი!“, – წერს ვიქტორია ინტერნეტში. „პატრიოტები“ ფიქრობენ, რომ ვიქტორიას „სანქტ-პეტერბურგის სახალხო მისის“ არჩევა არაფრით არ შეიძლება, რადგან მალადაევა არა „სახალხო მისის“, არამედ „სანქტ-პეტერბურგის და რუსეთის სირცხვილია“.
მალადაევამ უკვე განაცხადა, რომ სკუთარი მოსაზრებების უარყოფას არ აპირებს.
როგორც ცნობილი გახდა, სილამაზის კონკურსის ჟიურიმ ვიქტორიას „მისის ტოლერანტობის“ წოდება მიანიჭა. ხმის მიცემის პროცედურის შედეგად „სანქტ-პეტერბურგის სახალხო მისი“ ასევე ვიქტორია მალადაევა გახდა.

10799714_863740100332896_1416128349_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები