პუტინს დონბასის 4 მილიონიანი მოსახლეობის სარჩენად ფული არ აქვს – ნემცოვი

რუსეთის ფედერაციას არ აქვს ფული უდიდესი რეგიონის სარჩენად. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი, პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი აცხადებს.
„ნოვოროსიის“ პროექტი დახურულია, რადგან რუსეთს ფული არ აქვს იმისთვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთით პენსიონერებს და დანარჩენ მოსახლეობას აჭამოს. ამის შესახებ რუსი ოპოზიციური პოლიტიკოსი ფეისბუქში საკუთარ გვერდძე წერს.
„დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების“ ლიდერებთან შეხვედრაზე პუტინმა დემონსტრაციულად უარი განაცხადა არა მარტო იმიტომ, რომ ახალი სანქციების ეშინია, არამედ იმიტომ, რომ სათქმელი არაფერია. 4 მილიონი ადამიანის სარცენად ფული არ არის“, – აღნიშნა ნემცოვმა. პოლიტიკოსის აზრით, პუტინი რუსი სამხედროების დონეცკში გაგზავნას, ასევე იარაღის მიწოდებას და პროვოკაციების მოწყობას განაგრძობს. „მაგრამ რუსეთის ფედერაცია უდიდეს რეგიონს არ არჩენს“, – ამბობს ნემცოვი.
„რა ღა დარჩენია ზახარცენკოს და კოს? ომი… ასე სრულდება საძმო ერის წინააღმდეგ პუტინის სისხლიანი ავანტიურა“, – აცხადებს ნემცოვი.

10751621_863714843668755_1190775462_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები