გია ჯაფარიძემ და გელა სამხარაულმა “თავისუფალი დემოკრატების” დატოვებაზე განცხადებები უკვე დაწერეს
გელა სამხარაულმა და გია ჯაფარიძემ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” დატოვების თაობაზე განცხადებები უკვე დაწერეს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ფრაქციის შემადგენლობის ცვლილების თაობაზე ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
“ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე გაიმართება, სადაც უმრავლესობის დატოვების, ფრაქციის სახელწოდების ცვლილებისა და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილება. ფრაქციას “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” ნაცვლად “თავისუფალი დემოკრატები” დაერქმევა.