ჯაფარიძე: თავდაცვის მინისტრს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს

როგორც შევიტყვე, მინდია ჯანელიძეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ ჯანელიძე მდიდარ გამოცდილებას გამოიყენებს.
ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, უცხოეთის დელეგაციაში მყოფი “თავისუფალი დემოკრატების” წევრები სხვადასხვა დელეგაციებში მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, არავითარ პრობლემას ამაში ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები