რეზო ამაშუკელი: გიგა ბოკერია თავის ტყლარჭია ცოლთან ერთად ციხეში უნდა დავაჯინო
„ერთადერთი მიზანი მქონდა მხოლოდ, რომ აუცილებლად გიგა ბოკერია უნდა დავაჯინო ციხეში“ – განაცხადა პოეტმა რეზო ამაშუკელმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პოეტმა აღნიშნა, მისი სურვილია გიგა ბოკერია ციხეში თავის „ტყლარჭია“ ცოლთან ერთად იჯდეს.
„მთელი ჩემი ცხოვრება ამ გახრწნილებს ვეომები. გულახდილად გეტყვით, მე პირადად რეზო ამაშუკელს ერთადერთი მიზანი მქონდა მხოლოდ, რომ აუცილებლად გიგა ბოკერია უნდა დავაჯინო ციხეში. არ მოსწონთ ჩემი ლექსიკა, მაგრამ ქართული სიტყვაა და იქვე მინდა თავის ტყლარჭია ცოლთან ერთად დავაჯინო ციხეში. მე არ მინდა რაღაც იურიდიული მართლწერებით საუბარი და იცით, ჩვენ ასეთი დემოკრატები ვართ და როგორ შეიძლება… კარგად შეიძლება! რაც მაგათმა ჩემს სამშობლოს გაუკეთეს ყველაფერი შეიძლება. 15 -ში რას აკეთებენ ეგენი არ ვიცი … ათასჯერ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ თავდადებული ერთგული ვარ ირაკლი ღარიბაშვილის“,-განაცხადა რეზო ამაშუკელმა.