რაზე ისაუბრეს ირაკლი ალასანიამ და გედევან ფოფხაძემ
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის გედევან ფოფხაძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ალასანიამ განაცხადა, ფოფხაძესთან შეხვედრაზე პარტიის ხვალინდელ ყრილობაზე ისაუბრეს.
“საუბარი გვქონდა ხვალინდელ ყრილობაზე, საორგანიზაციო საკითხებზე. ჩვენ ძირითადად სწორედ ამაზე ვართ ახლა კონცენტრირებული. მე მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ხვალ, 15.00 სააათზე შემოგვიერთდეს ფილარმონიაში, “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე დასწრება არის თავისუფალი. ხვალინდელი შეხვედრა პარტიასთან და საზოგადოებასთან ბევრი ახალი წამოწყების სათავე გახდება ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივი მოღვაწეობაში”, – განაცხადა ალასანიამ.