„ირაკლი ალასანიას და „თავისუფალ დემოკრატებს“ პატივს ვცემ“

„ირაკლი ალასანია, ვიკა დოლიძე, ზურა აბაშიძე და ყველა დანარჩენი ჩემი თანამებრძოლები არიან და მე მათ პატივს ვცემ“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ირაკლი ალასანიას და „თავისუფალ დემოკრატებს“ პატივს ვცემ. ირაკლი ალასანია, ვიკა დოლიძე, ზურა აბაშიძე და ყველა დანარჩენები ჩემი თანამებრძოლები არიან. ჩვენ ერთად დავიწყეთ ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან რთული იყო. მოვახერხეთ რეჟიმის დემონტაჟი. ამ საქმეში მათი ძალიან დიდი წვლილია. მომავალში მე ველოდები, რომ ისინი ჩვენთან ჯანსაღი ოპონირების და კონკურენციის რეჟიმში იქნებიან“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა, რის შემდეგაც ალასანიას პარტიამ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები