„მისტრალები“ რუსეთისთვის შესაძლოა, ნატომ ან კანადამ იყიდოს

ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა ნატოს გენერალურ მდივანს რუსეთისთვის განკუთვნილი ფრანგული „მისტრალების“ შეძენისკენ კიდევ ერთხელ მიუწოდა. მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ გემების ყიდვის საკითხს ასევე კანადა განიხილავს, – წერს „ბი-ბი-სი“.
„ვაცნობიერებთ რა იმ ფინანსურ ტვირთს, რომელიც, რუსეთისთვის გემების გადაცემაზე უარის შედეგად, შესაძლოა, საფრანგეთს დააწვეს, ჩვენ კვლავ მიუწოდებთ ნატოს „მისტრალების“ შეძენას, ან დაქირავებას საერთო ექსპლუატაციისთვის“, – ნათქვამია აშშ-ს წარმომადგენლების პალატის 8 წევრის წერილში, რომელიც მათ ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სახელზე მოამზადეს.
კონგრესმენების მოსაზრებით, ნატოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიანიშნებდა იმაზე, რომ „ალიანსი ევროპაში მისი საფრთხის შემცვლელი ქმედებების მოთმენას, ან გამხნევებას არ აპირებს“, – წერს „ბი-ბი-სი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები