ობამამ ირანის სულიერ ლოდერს საიდუმლო წერილი დაუწერა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის სულიერ ლიდერს ალი ჰამენეის საიდუმლო წერილი დაუწერა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, წერილში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ს და ირანის საერთო ინტერესზეა საუბარი. „უოლ სტრით ჯორნალის“ მონაცემებით კი ობამას წერილში აშშ-ს პრეზიდენტი ირანს ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებების მიღწევისკენ მიუწოდებს.
ერთი მხრიდან ირანის და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის (აშშ,რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) და მეორე მხრიდან გერმანიის შორის მოლაპარაკებები ურანის გამდიდრების ირანული პროგრამის შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 24 ნოემბრისა, – წერს „ბი-ბი-სი“. წერილში ობამა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში თანამშრომლობას ამ შეთანხმების მიღებასთან აკავშირებს.
„ბი-ბი-სის“ წყარომ ირანში ობამასგან წერილის მიღების ფაქტი დაადასტურა. თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა პრეზიდენტის „პირადი მიმოწერის“ შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ობამას წერილი ირანის სულიერ ლიდერს ალი ჰამენეის ოქტომბერში გაეგზავნა. 2009 წლიდან ეს ირანელი ლიდერის სახელზე აშშ-ს პრეზიდენტის მეოთხე გზავნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები