პაკისტანში პოლიციელმა მამაკაცი ღვთისმგმობელი სიტყვებისთვის ცულით მოკლა

 

     პაკისტანის პოლიციის ოფიცერმა ცულით დროებითი დაკავების საკანში დაკავებული მამაკაცი ცულით მოკლა. ამ ქმედების მიზეზი დაკავებულის სიტყვები გახლდათ, რომელიც პაკისტანელთა აზრით ისლამის კანონებს ეწინააღმდეგებოდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. პაკისტანის ქალაქ გუჯრათის 55 წლის მკვიდრი ტუფაილ ხაიდერი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ადამიანთა ჯგუფმა მისგან ღვთის მგმობი სიტყვები მოისმინეს. მათ ხაიდერი სცემეს და შემდეგ პოლიციას გადასცეს.
„ოფიცერმა ფარაზ ნავედმა ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა და საკანში მოათავსა.პოლიციელების გაფრთხილების მიუხედავად, ხაიდერმა არ შეწყვიტა ასხაბების ( ასხაბები- მუჰამედის პირველი მიმდევრები) ლანძღვა. დაახლოებიტ დილის 5 საათისთვის ნავედმა ვეღარ შეძლო თავისი ემოციების გაკონტროლება. ის საკანში ცულით შევიდა და ხაიდერს რამდენჯერმე ყელის არეში დაარტყა“, – განაცხადა გუჯრათის პოლიციის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები