ბინ ლადენის მკვლელი სპეცრაზმელის ვინაობა და ფოტოები გავრცელდა (ფოტო-კოლაჟი)
ბრიტანული მედია საშუალებისთვის ცნობილი გახდა იმ ამერიკელი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც მსოფლიოს ყველა დროის ნომერი პირველი ტერორისტის ლიკვიდაცია უშუალოდ განახორციელა.
ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ ინფორმაციით ამ სპეცრაზმელს რობ ო’ნილი ჰქვია. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, 2011 წლის მაისში პაკისტანი ქალაქ აბოტაბადში ჩატარებული სპეცოპერაციისას რობ’ონილმა ბინ ლადენს სამგზის ესროლა თავში.
როგორც ჟურნალისტებს რობ ო’ნილის მამამ განუცხადა, მას პირადად არ ეშინია, რომ ამიერიდან მისი ოჯახი ტერორისტების სამიზნე გახდება. თავად სპეცრაზმელიც გამოტყდა, რომ თავისი ვინაობის გამჟღავნება გადაწყვიტა, რადგან ის არასრულ სამხედრო პენსიას იღებს. ო’ნილი უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ ამერიკული ტელეარხის ეთერში ტელეგადაცემაში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს.
რობ ო’ნილი ამერიკის და ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სპეცრაზმის „ზღვის კატების“ წევრი გახლდათ, სწორედ ამ სპეცრაზმმა განახორციელა უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია. ინტერნეტ-საშუალებებში რობ ო’ნილის ფოტოებიც გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანზე აღბეჭდილია კადრი, როდესაც ბინ ლადენის მოკვლისთვის აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობ ო’ნილი დააჯილდოეს.