ევროკავშირის ბიუჯეტიდან შეცდომით 7 მილიარდი ევრო დაიხარჯა

ევროპის კონტროლის პალატის ინფორმაციით, 2013 წელს ევროკავშირის წევრებმა შეცდომით თითქმის 7 მილიარდი ევრო დახარჯეს.
წინა წლის შედეგების მიხედვით ევროკავშირის მთლიანი ბიუჯეტიდან ( 148,5 მილიარდი ევრო) შეცდომით 4,7 % არის გაფლანგული. ყველაზე მეტი შეცდომა სოფლის მეურნეობის განვითარებაში (6,7%), რეგიონალურ პოლიტიკაში, ენერგეტიკასა და ტრანსპორტში (6,9 %) დაფიქსირდა.
დოკუმენტში შეცდომით რამდენიმე მაგალითია მოყვანილი. ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნებში, ისეთში, როგორიც არის: საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ მიწის დამუშავებისათვის უვარგისი საშუალებები იყო გაცემული. ევროპის კონტროლის პალატაში აღნიშნავენ, რომ დანახარჯები არ უკავშირდება თაღლითობის ფაქტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები