ბინ ლადენის მკვლელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი, რომელმაც უსამა ბინ ლადენი მოკლა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას „დეილი ნიუსი“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილება მან იმიტომ მიიღო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. 16-წლიანი სტაჟის მქონე სპეცდანიშნულების რაზმის წევრი პენსიისა და სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩა.
კარიერის განმავლობაში რობ ონილმა 400-ზე მეტ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. სწორედ მის მიერ განხორციელებულ გასროლას ემსხვერპლა პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი, რის გამოც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ონილმა ჯილდოც მიიღო.
„დეილი ნიუსის“ ინფორმაციით, ნოემბერში ტელეკომპანია „ფოქს ნიუსზე“ რობ ონილის ვრცელი ინტერვიუ გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები