ობამა და რესპუბლიკელები დიალოგის დაწყებას გეგმავენ

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სენატში ახალი რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაქქონელმა განაცხადეს, რომ კონსტრუქტიული თანამშრომლობის დამყარებას ეცდებიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, რესპუბლიკელებმა არა მარტო წარმომადგენლების პალატაზე, არამედ სენატზეც მოიპოვეს კონტროლი. მაქქონელის განცხადებით, ის აიძულებს სენატს საკუტარი ფუნქციები შეასრულოს და კანონები მიიღოს. ობამამ კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ის „ახალ კონგრესთან მუშაობით და 2 მომდევნო წლის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენებით მოხარული იქნება“. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მთავარი თემა – ამომრჩევლების უკმაყოფილება კონგრესში პოლიტიკური წინააღმდეგობის შესახებ იყო. ხალხის მტკიცებით, ეს ეფექტურ მუშაობას უშლიდა ხელს. აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „გაიგო“ ამერიკელების ხმა, რომლებმაც ცვლილებები აირჩია. ობამას თქმით, ამომრჩევლების პრეტენზიებს ორივე პარტია უნდა გამოეხმაუროს. მაგრამ პრეზიდენტს იმის უნიკალური პასუხისმგებლობა აქვს, რომ სცადოს და ვაშინგტონს მუშაობა აიძულოს. გავრცელებული ინფორმაციით, ობამა რესპუბლიკელებს და დემოკრატებს თეთრ სახლში ხვალ, 7 ნოემბერს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები