მამაკაცს ცოლი ჯადოქარი ეგონა და მოკლა

რუსეთში, ქალაქ ომსკში 34 წლის მამაკაცმა საკუთარი ცოლი იმის გამო მოკლა, რომ მეუღლე ჯადოქარი ეგონა. მამაკაცმა დანაშაული მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა. „ინტერფაქსის“ ცნობით, მკვლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, როდესაც მეუღლეების სახლში ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს. პოლიციამ სახლში 30 წლის ქალის გვამი აღმოაჩინა. მას ყელის არეში დანით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები