ეუთო: დამკვირვებლები დონეცკში მოსწავლეების დაღუპვის ადგილს დაათვალიერებენ

ეუთოს დამკვირვებლები დონეცკში სკოლის მოსწავლეების დაღუპვის ადგილს დაათვალიერებენ და თვითმხილველებს გაესაუბრებიან. ამის შესახებ განცხადება უკრაინაში ეუთოს მისიის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ჰუგმა გააკეთა.
„ჩვენ მოვინახულებთ იმ ადგილს, გავესაუბრებით თვითმხილველებს და შედეგებს ყოველდღიურ ანგარიშში დავწერთ“, – განაცხადა ჰუგმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სპორტული სკოლის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 2 მოსწავლე დაიღუპა. 3 ადამიანი დაიჭრა. გარდა ამისა, სკოლასთან ახლოს მდებარე კერძო სახლის მცხოვრები დაშავდა. ის ორივე ფეხის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები