ნატოს ახალი გენერალური მდივანი ავღანეთს ესტუმრა

ნატოს ახალი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავღანეთში ჩავიდა. აღნიშნული სტატუსით ეს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში. უცხოური პრესის ცნობით, სტოლტენბერგმა ნატოს საწვრთნელი ცენტრი მოინახულა. ცენტრი ავღანელ კომანდოსებს მომზადებას ქაბულის დასავლეთით ახორციელებს. იენს სტოლტენბერგი ავღანელი ჯარების წინაშე სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატოს ტრენერები და მრჩევლები მათთვის დახმარების გაწევას განაგრძობენ იმის შემდეგ, რაც ალიანსის ძალები ქვეყანაში საკუთარ ოპერაციებს დაასრულებენ. ცნობილია, რომ 2015 წლის დასაწყისისთვის ავღანეთში 12 000 უცხოელი სამხედრო დარჩება. 10 000 აშშ-დან, დაახლოებით 2 000 კი ნატოს სხვა ქვეყნებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები