ზვიად კვაჭანტირაძე: ერთდროულად ყელზე მაწვება დიდი წყენა და გულისტკივილი

ერთდროულად ყელზე მაწვება დიდი წყენაც და დიდი გულისტკივილიც ჩვენი მეგობრების ნაჩქარევი განცხადებების და გადაწყვეტილების გამო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე მთავრობაში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
დეპუტატი პირობას დებს, რომ არასდროს პირად ამბიციას ქვეყნის და ხალხის ინტერესებს არ გადააყოლებს.
„დღეს ბევრჯერ გავაკეთე კომენტარი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენაზე, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის გასვლის და საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილი სიტუაციის შესახებ, ამიტომ აქ დამატებითი კომენტარებისგან და შესაძლო შეკითხვებზე პასუხებისგან თავს შევიკავებ.
მოკლედ, ეს დღეც დასრულდა. დასრულდა ნარევი ემოციებით. ერთდროულად ყელზე მაწვება დიდი წყენაც და დიდი გულისტკივილიც ჩვენი მეგობრების ნაჩქარევი განცხადებების და გადაწყვეტილების გამო და რაღას ვიზამთ… ამას უკვე შევეგუეთ და გადავიტანეთ. აგერ, ახალი დღეც იწყება.
ერთი სული მაქვს, როდის გათენდება ეს ხვალინდელი დღე, რომ უკვე გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელო ჩემი საქმის კეთება, ის, რისთვისაც მე ხალხმა პარლამენტარის მანდატი მანდო. ერთ რამეს კი კვლავაც ვპირდები ყველას, რომ არასდროს პირად ამბიციას არ გადავაყოლებ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ჩემი ხალხის, ჩემი ამომრჩევლის ნდობას ბოლომდე ვუერთგულებ. ყველაფერი კარგადაა და კიდევ უფრო უკეთესად იქნება!“, – წერს კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები