ევროკავშირმა „ბოევიკების“ „არჩევნები“ უკრაინაში ოფიციალურად უკანონოდ აღიარა

ევროკავშირი ე.წ. „არჩევნებს“ დონბასში არ აღიარებს და რუსეთს პასუხისმგებლობის აღებისკენ მიუწოდებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის შესაბამისი განცხადება ევროკავშირის სახელით გამოქვეყნდა. ევროკავშირი ყველა მხარეს უკრაინის კანონმდებლობის შესატყვისი არჩევნების ჩატარებისკენ მიუწოდებს.
„ევროკავშირი 2 ნოემბერს დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკანონოს და არალეგიტიმურს უწოდებს. ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები, როგორც მათი აღიარება, ან დადასტურება, მინსკის პროტოკოლის დარღევევაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივუწოდებთ რუსეთს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის განცხადების თანახმად, იმისთვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთით კრიზისის დაძლევის მყარი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნას ნაპოვნი, ევროკავშირი ყველა მხარეს სწრაფად და სრულად მინსკის პროტოკოლის და მემორანდუმის შესრულებისკენ მიუწოდებს. „ამ კონტექსტში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას და მიუწოდებს უკანონო და უცხოურ სამხედრო დაჯგუფებების, დაქირავებული სამხედროების და სამხედრო აღჭურვილობის გაყვანისკენ, ასევე უკრაინის და რუსეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ ეუთოს მუდმივი მონიტორინგის სახით. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ კრიზისის დაძლევა მხოლოდ სახელმწიფოებრივ პატივისცემაზე და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები