თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის აღმართის, ტაბიძის, ასათიანის, დადიანის, მაჩაბელის და ლერმონტოვის ქუჩების 1157 აბონენტს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის 581 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ქავთარაძის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების 1146 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.