საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატურად კონსტანტინე ზალდასტანიშვილი განიხილება
საგარეო საქმეთა მინისტრად კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ „ინფო9“ საპარლამენტო კულუარებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
წყარის ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს ზალდასტანიშვილის კანდიდატურა მოსწონთ და აპირებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისი მინისტრად დანიშვნა ურჩიონ.
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 2013 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობა დღეს დატოვეს.