დავით ჯალაღანია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე რჩება
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ჯალაღანიამ „მაესტროს“ განუცხადა. მისივე თქმით, თანამდებობებიდან მინისტრისა და მოადგილეების წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მაია ფანჯიკიძემ გააცნო.
ჯალაღანიას განცხადებით, მას დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრი და სამინისტროში დარჩენა შესთავაზა, რასაც დათანხმდა.
“პრემიერისგან მე მივიღე დავალება, რომ სისტემა ფუნქციონირებდეს და ამოცანები და დავალებები შესრულდეს. მე გადავწყვიტე გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ჩემს ადგილზე დროებით. ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს უფლება, არ გავითვალისწინო პირველ რიგში ჩვენი სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი საჭიროებები, ამოცანები”, – განაცხდა ჯალაღანიამ.
ჯალაღანია კუბაში ვიზიტით იმყოფება.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობას მოადგილეებთან, მათ შორის დავით ჯალაღანიასთან ერთად ტოვებს.