კალაძე: პრემიერი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა. ამის შესახებ კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“პროკურატურას აქვს სერიოზული კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას. დღეს იყო საუბარი, თხოვნა იყო ირაკლის მხრიდან, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი. გრიფის მოხსნაზე იყო საუბარი და ამას დათანხმდა პრემიერ-მინისტრიც. ამიტომ ჩვენს ინტერესებშიც შედის ის, რომ ამ საქმის განხილვა მოხდეს გამჭვირვალედ, რომ არავის კითხვები არ დარჩეს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი სტრატეგიული სამინისტრო ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.