ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ლევან დოლიძემ “მაესტროს ცხრიანში”, ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა,  დილით ის ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჩააყენა საქმის კურსში, რომ ის თანამდებობას დატოვებს.
“მე მას გავაცანი ჩემი პოზიცია ამის შესახებ და მინდა საზოგადოებასაც მკაფიოდ ვუთხრა, რომ მე სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე მაკისრია, რამეთუ მე წარმოვადგენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ სახელმწიფოს ნატოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩემი აქ მოქმედების პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, მე პრემიერს განვუმარტე, რომ ჩემი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავატარებთ რამოდენიმე ძირითად შეხვედრას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს უახლოეს პერიოდში. ეს არის პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, ასევე გვექნება განხილვები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, დეკემბრის პირველ ნახევარში იგეგმება მინისტერიალი და ბუნებივია, საქართველოს მისია ნატო-ში, ჩემი აქტიური მონაწილეობით, იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რომ საქართველოს პიზიციები იქნას სწორად და ეფექტიანად წარმოდგენილი ნატო-ში”, -განაცხადა დოლიძემ.
მისივე განმარტებით, მან მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუმცა, ეს არ მოხდება დღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები