ალექსი პეტრიაშვილი წულუკიანს წარმატებას უსურვებს

 

  “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თანამდებობაზე დარჩენის შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მას წარმატებას უსურვებს.
პეტრიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის წევრები იმ უმნიშვნელოვანეს საქმიანობას გააგრძელებენ, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია.
“მე მინდა ვუსურვო წარმატებები როგორც თეა წულუკიანს, ისე ჩემს მეგობრებს, რომლებიც არიან მთავრობის წევრები, იმ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია. თითოეული, ბუნებრივია აკეთებს არჩევანს საკუთარი რწმენით, შეხედულებებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს ისინი ბოლომდე უერთგულებენ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატიებით დაგვირგვინდეს ჩვენი ერთიანი ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები