ირაკლი ალასანია თავდაცვის ახალ მინისტრს შეხვდა

ირაკლი ალასანია თავდაცვის ახალ მინისტრს მინდია ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრა ნახევარი საათის განმავლობაში ალასანიას ყოფილ კაბინეტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ყოფილი და ახალი მინისტრი ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ და დაემშვიდობნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანი უწყების ახალი ხელმძღვანელი სამინისტროში ხვალ, 12 საათისთვის გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები