ზვიად კვაჭანტირაძემ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრების მიზეზები განმარტა
კოალიცია “ქართული ოცნების” პოლისტაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ კოალიაცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრების მიზეზები განმარტა. მისი განცხადებით, ივანიშვილი არის კოალიციის დამფუძნებელი, გული შესტკივა მასზე და სწორედ ამ მოტივით ესწრებოდა პოლიტსაბჭოს სხდომას.
“ბიძინა ივანიშვილი არის კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, შემკვრელი, სულის ჩამდგმელი და მისი აზრი და პოზიცია ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდებოდა მისი პოზიციის ცოდნა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის კაცი, რომელმაც შეკრა ეს გუნდი და მისთვის მტკივნეულია ის, რაც მოხდა “თავისუფალი დემოკრატების” მიმართულებით”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.