ფანჯიკიძე წულუკიანზე: ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს
მაია ფანჯიკიძე თანამდებობაზე დარჩენის შესახებ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი განცხადებით, წულუკიანს პარტიის წევრობა შეჩერებული ჰქონდა.
“მას შეჩერებული ჰქონდა პარტიის წევრობა. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. მე რა უნდა ვთქვა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.