ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომა უკომენტაროდ დატოვეს
კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.
სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შენობა უკომენტაროდ დატოვეს. მათ შენობა სათადარიგო გასასვლელიდან დატოვეს. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გასვლის საკითხი განიხილებოდა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ქართული ოცნების“ შენობა დატოვეს და განაცხადეს, რომ მათი პარტია კოალიციის რიგებიდან გავიდა.