მაია ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველა ელჩს გააგრძელონ მუშაობა
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველა ელჩს გააგრძელონ მუშაობა. როგორც ფანჯიკიძემ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებენ თუ არა ელჩები თანამდებობების დატოვებას.
“მე არ ვიცი, რა ცნობებს ეყრდნობა ეს ინფორმაცია, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ყველა ელჩი არის დამოუკიდებელი ფიგურა, თავად გადაწყვეტენ, რა უნდა გააკეთონ. მე ზოგიერთ მათგანთან მქონდა საუბარი და მოვუწოდებ ყველას, გააგრძელონ მუშაობა, რომ საქმე არ დაზიანდეს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
ელჩების გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა ყველა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.