„თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის გადაწყვეტილებად“
ზვიად კვაჭანტირაძე წულუკიანის გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის ქმედებად აფასებს. დეპუტატის განცხადებით, კოალიციას დაშლა არ ემუქრება და „ქართული ოცნება“ პარლამენტში მყარ უმრავლესობას ინარჩუნებს.
კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეებს თანამდებობა პოლიტიკური განცხადებების გარეშე უნდა დაეტოვებინათ.
„თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის გადაწყვეტილებად, უარყოფითად და კრიტიკულად კი ჩემი მეგობრის – მაია ფანჯიკიძისა და მისი მოადგილეების გადაწყვეტილებას. მათ შეეძლოთ, უბრალოდ განცხადება გაეკეთებინათ, რომ რადგანაც მინისტრი გადადგა, ისინიც ტოვებდნენ თანადებობას, მაგრამ ამის ნაცვლად მათ პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, რომელიც არცერთ შემთხვევაში ჭეშმარიტებასთან კავშირში არაა. პირადად მე ძალიან შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რომ ვიღაცას სურვილი გაუჩნდა ჩვენს კოალიციაში ევროატლანტიკური კურსის ერთგულებაზე მონოპოლია განაცხადოს. გამოდის, რომ დღემდე თურმე რომელიღაც უწყება ახორციელებდა მხოლოდ ამ კურსს და მათი ძალისხმევით ხდებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ევროატლანტიკური კურსის ურყეობა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.